კუს ტბის ტერიტორიაზე დღეს, „სტუდენტური დღეები 2012-ი“ საზეიმოდ დაიხურება. ცერემონიალზე დასახელდება ფესტივალის გამარჯვებული უნივერსიტეტი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება, სხვადასხვა, საინტერესო ნომერი.
„სტუდენტური დღეები 2012“ თბილისში 16 მაისს ოფიციალურად გაიხსნა. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ, საკუთარი ნიჭის წარმოჩენის საშუალება მიეცათ. კონკურსი ჩატარდა როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ნომინაციებში.
კონკურსის ბოლო დღე, გუშინ დასრულდა. კონკურსები ჩატარდა შემდეგ კატეგორიებში: ხალხური ცეკვა, ხალხური სიმღერა, თანამედროვე ცეკვა, თანამედროვე სიმღერა, იუმორისტული ნომერი, თეატრალური დადგმა, ფოტოგამოფენა, ნახატების გამოფენა, ორიგინალური ნომერი.
გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. „სტუდენტური დღეები 2011“-ის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია.