სოციალურმა ქსელმა Facebook-მა მობილური მოწყობილობებისთვის საკუთარი ფოტო-აპლიკაცია წარმოადგინა, რომელიც iOS-ს ბაზაზე მუშაობს. პროგრამის პრეზენტაცია ქსელის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. აპლიკაციის მომხმარებელს შეუძლია ფოტოების შექმნა აპარატში ჩამონტაჟებული კამერის საშუალებით, და მათი გაზიარება Facebook-ის მეგობრებისთვის. ფილტრების გარდა, რომლებიც გამოსახულებებზე იდება, Facebook Camera-ში შესაძლებელია კადრში მოხვედრილი ადამიანებისა და იმ ადგილის აღნიშნვნა, სადაც ფოტოა გადაღებული.
TechCrunch-ის ინფორმაციით, Facebook Camera ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურენოვანი მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი, დანარჩენ ქვეყნებში კი მისი ჩამოტვირთვა რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი, როდესაც პროგრამას სხვა ენებზე თარგმნიან.