26 მაისს, ტრადიციულად, თბილისში ყვავილების ფესტივალი გაიმართება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალი წელს ბევრად უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დეკორატიული მცენარეების ნერგები, ერთ და მრავალწლიანი ყვავილები, აივნებისა და ტერასების გასაფორმებელი მცენარეები და საბაღე და სამეურნეო ინვენტარი.
წელს ყვავილების ფესტივალი, ანუ „ვარდობისთვე თბილისში“, 9 აპრილის სახელობის ბაღში გაიმართება.