ნორვეგიის, ერთ-ერთ, კუნძულ ბასტაზე მდებარეობს ციხე, სადაც შეზღუდვები პატიმრებისთვის მინიმუმამდეა დაყვანილი. მათ ტყეში თავისუფლად სეირნობა და პლიაჟზე გარუჯვაც კი, შეუძლიათ.
არც ერთი პოლიციელი კუნძულზე არ ატარებს იარაღს და პატიმრები თავად ხელმძღვანელობენ სასოფლო მეურნეობას, თევზაობენ, მუშაობენ ბაღებში, ჰყავთ შინაური ცხოველები და საკვებსაც თავად მოიპოვებენ.
ამ ციხიდან გათავისუფლებული პატიმრების, მხოლოდ, 16 პროცენტი ჩადის ისევ დანაშაულს. ეს ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, შეიძლება მთელ მსოფლიოშიც კი.
პატიმრობის ბოლო წლებს, ამ ციხეში ატარებენ მკვლელები, მოძალადეები, ნარკოდილერები და მათი დამხმარეები. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ციხეებში, აქ მოხვედრაზე ყოველთვის რიგი დგას.
თავისუფალ ციხეში ჩვეულებრივი სამუშაო გრაფიკია. პატიმრები მუშაობას შვიდ, ან რვა საათზე იწყებენ. აქვთ ორსაათიანი შესვენება. სამუშაო კი,- 16:30 საათზე მთავრდება. საღამოს ყველას შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოესურვებათ. შევიდნენ ადგილობრივ ბიბლიოთეკაში სადაც ათიათასამდე წიგნია, უყურონ ტელევიზორს, დაკავდნენ სპირტის სხვადასხვა სახეობებით, დაუკრან ადგილობრივ როკ ჯგუფში, იარონ თეატრალურ წრეზე, დარეკონ ოჯახებში და ა.შ.
კუნძულზე აკრძალულია ნარკოტიკი და ალკოჰოლი, წესების დარღვევის შემთხვევაში დამნაშავეებს ჩვეულებრივ ციხეში აბრუნებენ.
2011 წლის დასაწყისში კუნძულზე 116 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან 70,- ციხის პერსონალი. თუმცა ღამის მორიგეობაზე, მათგან მხოლოდ 5-6 თანამშრომელი რჩება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი იარაღის გარეშე არიან. ციხის 11 წლიანი არსებობის ისტორიაში, იქიდან მხოლოდ 5 ადამიანი გაიქცა, აქედან ორი თავისი ნებით დაბრუნდა, ხოლო სამი კი დაიჭირეს და ჩვეულებრივ ციხეში დააბრუნეს.
ამ ექსპერიმენტის ავტორი არის ნორვეგიელი მეცნიერი, კრიმინოლოგი ნილს კრისტი. მისი აზრით „თავისუფალი ციხის“ თეორია მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ დანაშაულს ჰყავს ორი მსხვერპლი,-ის ვინც ჩაიდინა და ის ვინც დაზარალდა. დამნაშავე არა მხოლოდ სასჯელს იმსახურებს, არამედ გამოსწორებასაც, იგივე „რესოციალიზაციას“.
ნორვეგიის იუსტიციის სამინისტრომ 2009 წელს დაასრულა 10 წლიანი ექსპერიმენტი კუნძულზე. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა და სრულიად შესაძლებელია, რომ ის სხვა ქვეყნებშიც მალე განახორციელონ.