საქართველოს პარლამენტის წინ ახალი ბანერი ჩამოკიდეს. ბანერზე ინგლისურ ენაზე წარწერაა, სადაც აღნიშნულია – სააკაშვილი აღადგენს ქვეყანას.
ინგლისურ ენაზე წარწერა შეიძლება ითარგმნოს ისეც, რომ სააკაშვილი ხელახლა აშენებს ქვეყნას– „Saakashvili rebuilds a country".
26 მაისს, რუსთაველის გამზირზე „ქართული მრეწველობის აღლუმი–დამზადებულია საქართველოში“ გაიმართება და ინგლისურ ენაზე ეს წარწერა ამ დღის აღსანიშნავად არის, თუმცა, რატომ მარტო ინგლისურ ენაზე და არა ქართულადაც, ამის განმარტებას ალბათ ვინმე გააკეთებს.
ქართული მრეწველობის აღლუმზე 250–ზე მეტი საწარმო სხვადასხვა მრავალპროფეროვან პროდუქციას წარმოადგენს.
26 მაისს, პარლამენტის წინ აღლუმი არ გაიმართება. თბილისის ნაცვლად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ქუთაისში გაიმართება.