კანის კინოფესტივალზე ნიკოლ კიდმანის პირველმა გამოჩენამ ფურორი მოახდინა. მსახიობმა ახალი იმიჯით,- მაკიაჟითა და ჩაცმის სტილით ყველა გაოცებული დატოვა. როგორც პრესაის ფურცლებზე წერენ,- ის, მართლაც მშვენიერი იყო.
დღეს, ნიკოლ კიდმანი, პაპარაცებმა ნიცის აეროპორტში შენიშნეს. მისი ახალი იმიჯით გადაღებული ფოტოებიც მაშინვე გავრცელდა. ნიკოლი შავ სათვალეებში იყო, თუმცა ეს არ ჩრდილავდა მის კაშკაშა სილამაზეს. ნიკოლს ძალიან მოუხდა ახალი ვარცხნილობა, მან შეიჭრა ჩოლკა, რამაც უფრო ახალგაზრდული შეხედულება მისცა.
ნიკოლი 44 წლისაა, 2008 წელს მან მეორე გოგონა გააჩინა. მშობიარობის შემდეგ, ნიკოლი მალევე მიხვდა, რომ ჩვეული ფიგურის დაბრუნება რთული იქნებოდა, თუმცა კანის კინოფესტივალზე მისმა გამოჩენამ დაადასტურა, რომ ის არა მხოლოდ იდეალურ ფორმაშია, არამედ აქვს შესანიშანვად მოვლილი სახის კანიც.
როგორც ჩანს, მსახიობს არ უყვარს სპორტული დატვირთვები და თუ ამას კინოროლები არ სთხოვენ სპორტდარბაზებს არასდროს სტუმრობს. გადამღლელ ვარჯიშებს ნიკოლი პარკში სირბილსა და ცხენზე ჯირითს ამჯობინებს, კვირაში ერთხელ კი, ტენისს თამაშობს. მისი აზრით, ეს ფიგურის შენარჩუნებისთვის, საუკეთესო გამოსავალია.
მსახიობი ძალიან მკაცრად უდგება დიეტების საკითხს. ყოველთვის იღებს ეკოლოგიურად სუფთა საკვებს, რომელიც როგორც თავად აღნიშნავს, კანის სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება. ნიკოლს ძალიან უყვარს, თევზი და ბოსტნეული. დღეში რამდენჯერმე იკვებება, ოღონდ ცოტ-ცოტას.