პოლიტოლოგი მიხეილ თავხელიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ცელქი ბავშვის პოზიცი აქვს და განმარტავს, რომ თუ ისე არ მოხდა როგორც სურს, ბავშვურად იქცევა.
თავხელიძის განცხადებითვე, ივანიშვილის ქმედება მიანიშნებს, რომ მისი რეალური მიზანი არა არჩევნებში მონაწილეობა არამედ, სიტუაციის გამწვავება, გართულება და დესტაბილიზააციის შექმნაა.
"ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობის ლეგალური საშუალების მიცემისთვის იბრძოდა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მას რაღაც თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ჰქონდა. ეს საშუალება მან მიიღო, ამ დროს უარის თქმა და ულტიმატუმების წაყენება მიანიშნებს, რომ მისი რეალური მიზინი დესტაბილიზაციის გამოწვევა და სიტუაციის გამწვავებაა“, - განაცხადა თავხელიძემ.
თავხელიძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილება სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციონალიზმის პრინციპების და მითუმეტეს ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო ქმედება არაა და აღნიშნავს, რომ პირიქით ამ ცვლილებით უფრო მეტ საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეს, რომლებსაც პოლიტიკური საქმიანობა არ შეეძლოთ, ახლა შეუძლიათ, რაც მისასალმებელია.
„თუ ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა და როგორც თვითონ ამბობს, საქართველოს გადარჩება სურს, ამის საშუალება მიეცა“, - განაცხადა თავხელიძემ.