სკანდალური მომღერალი და მსახიობი პერის ჰილტონი, როგორც ჩანს გართობით დაიღალა და ახლო მომავალში ახალი სიმღერის „After Midnight“ ჩაწერას გეგმავს. კომპოზიციაზე „After Midnight“ ვიდეორგოლის გადაღება მომავალ კვირას დაიწყება.
სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობს მიიღებს ჯგუფი „LMFAO“. სიმღერის პროდიუსერი ნიდერლანდელი ელექტრონული მუსიკოსი ნიკ ვან დე ვალია, იგივე,- Afrojack. კომპოზიციის პრემიერა რაიან სიკრესტის შოუში 5 ივნისსაა დაგეგმილი.
მუსიკალურ ფესტივალ „POP“-ის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ პარის ჰილტონი 23 ივნისს ახალ ნამუშევარს მათ ღონისძიებაზეც წარმოადგენს.
ინფორმაციას მეორე ალბომზე მუშაობის დაწყებაზე, თავად პერისი ადასტურებს. 31 წლის ვარსკვლავი მზად არის სადებიუტო ნამუშევრის გაგრძელებაზე წელსვე იმუშაოს და გულშემატკივრების წინაშე ისევ ჩვეულ ფორმაში წარსდგეს.