ვალერი მელაძისა და მისი მეუღლის ირინას ოჯახური ცხოვრების დასასრული, საბოლოოდ ოფიციალურ სახესაც მიიღებს. როგორც რუსული პრესა იქტყობინება მათი განქორწინების საქმე სულ მალე დაიწყება.
ცნობილია, მელაძის მეუღლეს ადვოკატის ვინაობაც. ის რუსეთში ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ალექსანდრე დობროვინსკია. სწორედ დობროვინსკი იცავდა ფილიპ კირკოროვს, პირველი არხის რეჟისორთან კონფლიქტის დროს. იგივე ადვოკატი დაეხმარა სენატორ ვლადიმერ სლუცკევს ყოფილ ცოლთან სასამართლო პროცესის მოგებაში.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე წელია ვალერი მელაძეს არჩევანის გაკეთება ორ ქალს შორის უწევდა, არჩევანის გაკეთება, მართალია რთული იყო, თუმცა მომღერალი ამ პროცესს მაინც ძალიან წელავდა და გადაწყვეტილებას არც ერთი ქალის სასარგებლოდ არ იღებდა. საბოლოოდ, ალბინა ჯაბაევამ, ჯგუფ „ვიაგრას“ 33 წლის სოლისტმა მაინც შეძლო, ვალერისთვის 20 წლიანი ქორწინება დაენგრია.
ვალერის, ირინასთან სამი საერთო ქალიშვილი ჰყავს, ხოლო ალბინამ მას, ბიჭი გაუჩინა.
სასამართლო პროცესის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.