„ცეცხლოვან რგოლზე“ უფოლოგებმა უცხოპლანეტელები შენიშნეს (VIDEO)

„ცეცხლოვან რგოლზე“ უფოლოგებმა უცხოპლანეტელები შენიშნეს (VIDEO)

 

გუშინმზის უნიკალური დაბნელების მომსწრე დედამიწის მილიონამდე მცხოვრები გახდა.  ამ მოვლენას აკვირდებოდნენ ჩინეთშიფილიპინებზეიაპონიაშიაშშ-შიმექსიკაშირუსეთის შორეულ აღმოსავლეთში.

გუშინ მზე  „ცეცხლოვან რგოლად“ გადაიქცამთვარემ ნელ-ნელა დაიწყო მზის ცენტრალური ნაწილის მთლიანად დაფარვა და გამოჩნდა  გაშავებული მთვარერომელსაც გარშემო შემორტყმული ჰქონდა ცეცხლოვანი რკალი.

ეს მოვლენა მეცნიერებმა ასი წლის წინ იწინასწარმეტყველესროგორც ისინი თავიდანვე ამბობდნენეს მოვლენა ადამიანებს საფრთხეს არ უქმნითერთადერთი რაც შეიძლება მათ იგრძნონეს არის სინათლის შემცირებარამდენიმე წუთითაღსანიშანვიარომ  „ცეცხლოვანი რგოლის“ ხილვა  1997 წელსაც იყო შესაძლებელი,  მაშინ მთვარემ  მზის  სინათლის 85 % დაფარაგუშინ კიდაახლოებით, 74, თუმცა როგორც ნასაში პროგნოზირებდნენდღის სინათლე არ გამქრალაუბრალოდ ოდნავ მობინდდაეს მოვლენა დაინახეს ადამიანებმარომლებიც  აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის, 240 იდან 300 კილომეტრის საზღვრებში იმყოფებოდნენ.

დედამიწის სხვადასხვა ნაწილშიმზის დაბნელებას ადამიანები სხვადასხვანაირად ხედავდნენიაპონიაში მას ადგილობრივი ტელევიზიები ღია ეთერში გადასცემდნენ.

ტოკიოში სანახაობა წვიმამ კინაღამ ჩაშალამაგრამ იმ მომენტშიროდესაც მთვარე მაქსიმალურად გადაეფარა მზესცა  მოულოდნელად მოიწმინდა და ღრუბლებიც სადღაც გაქრა.

როგორც ადგილობრივ პრესაში წერენტოკიოს მცხოვრებლებისთვისეს ნამდვილისამუდამოდ დასამახსოვრებელი ზეციური სპექტაკლი იყო.

ყველაფერი ამით არ დასრულებულა და უჩვეულო ასტრონომიული მოვლენასუფოლოგების ახალი აღმოჩენაც მოჰყვა.

ცეცხლოვანი დისკოს“ გადაღების დროსერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში მთვარის დისკოს კიდეზე გამოჩნდაშავი ფერის უჩვეულო მოძრავი ფიგურარომელსაც  კამერა რამდენიმე წუთის განმავლობაში აღიქვამდაროგორც უფოლოგები ვარაუდობენეს შეიძლება უცხოპლანეტელი ყოფილიყოთუმცა ისინი ამ მოვლენისა და ობიექტის ახსნას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.