ამომრჩველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაინდრავა კონტროლის პალატის მიერ ფონდი „ქომაგისადმი“ განხორციელებულ ქმედებებს არაკანონიერად აფასებს და კონტროლის პალატას დანაშაულებრივ ორგანიზაციას უწოდებს.
„არცერთ მათ ქმედებას კანონთან და სახელმწიფოსთან არანაირი საერთო არ აქვს. ესენი ყაჩაღები არიან, რომლებიც ყველანაირი გზით ხელისუფლების უზურპირებას ცდილობენ, მაგრამ ეს დრო გავიდა და საქართველში მათი ბოგინი დამთავრდა“, - განაცხადა ხაინდრავამ.
შეკითხვის პასუხად, რამდენად მოსალოდელია კონტროლის პალატამ „ამომრჩეველთა ლიგისთვისაც“ მოიცალოს, ხაინდრავა აცხადებს, რომ „მიხეილ სააკაშვილს და მის კრიმინალურ ბანდას კონტროლის პალატიან, სპეცრაზმელებიანად, ადეიშვილიანად, მერაბიშვილიანად,ლომაიანად, ბოკერიანად და დედიან ბუდიანად თავში ქვა უხლიათ და მუცელში სამართებელი“.
მისივე თქმით, ქვეყნის სათავეში და მათ შორის, კონტროლის პალატაში კრიმინალები არიან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ძარცვავენ და აყაჩაღებენ.
„მათ გადაწყვეტილებას კანონთან და სამართალთან საერთო არ აქვს, ამიტომ წერონ და იკითხონ“, - განაცხადა ხაინდრავამ.