ტელეკომპანია „მე-9 არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის თამარ რუხაძის ადვოკატის, შალვა თადუმაძის განცხადებით, გუშინ ღამით გმირთა მოედანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, თამარ რუხაძე მოწმის სტატუსით დაიკითხა.
თადუმაძის განცხადებითვე, საქმე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზეა აღძრული და ჯერჯერობით არანაირი კვალიფიკაცია არ აქვს.
„აქედან გამომდინარე, თამარ რუხაძე მოწმედ დაიკითხა. დღეს იგი მოწმის სტატუსით სარგებლობს და შესაბამისად მის მიმართ არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელებულა. როგორც წესია, სანამ კომპეტენტური ორგანოების დასკვნა არ არსებობს, პირები მოწმის სტატუსით იკითხებიან, როცა ექპერტები დადებენ დასკვანს ამის შემდეგ მიეცემა საქმეს შესაბამისი მსვლელობა, იმის მიხედვით თუ რამდენად შეესაბამება თამარის მიერ მიცემული ჩვენება რეალურად არსებულ მდგომარეობას“, - განაცხდა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, დაახლოებით პირველის ნახევარზე, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, „ლაგუნა ვერესთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა რომელსაც „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე მართავდა, ფეხით მოსიარულე ორ მამაკაცს დაეჯახა. ერთ- ერთი მამაკაცს 31 წლის მალხაზ ბიჭინაშვილს სხეულის დაზიანებები აქვს მიღებული. დაზარალებული გოჩა ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.