მსახიობ კამერონ დიასს სიბერის არ ეშინია. ვარსკვლავმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის, როდის გახდება 40 წლის. მსახიობი მომავალსაც ღიმილით უყურებს. რეჟისორები ჰოლივუდში ასაკოვან ქალებს არ სწყალობენ, მაგრამ მსახიობი ამ ფაქტს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
„საერთოდ არ მაინტერესებს, რა გავლენას მოახდენს ჩემი ასაკი კინოროლებზე. იმის გამო, რომ პატარა გოგო აღარ ვარ, დარდს არ ვაპირებ. 30 აგვისტოს 40 წლის ვხდები. გრანდიოზულ წვეულებას გავმართავ. მაინტერესებს, როგორი ვიქნები სიბერეში, გულწრფელად გითხრათ, დაბერების პროცესი მომწონს“, - განაცხადა მსახიობმა. მას უამრავ პოპულარულ მამაკაცთან ჰქონია რომანი, მათ შორის მომღერალ ჯასტინ ტიმბერლეიკთან. ყველა ინტერვიუში კამერონი აცხადებს, რომ მიუხედავად უიღბლო რომანებისა, სიყვარულის მაინც სწამს. ძალიან უნდა დედა გახდეს, მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებს, თავს არ მოიკლავს.
„არ ვაპირებ ტირილს, ღმერთო ჩემო, როდის გავთხოვდები, როდის გავხდები დედა და მეყოლება საკუთარი შვილები-მეთქი“,- დასძინა დიასმა.