სოსო ცისკარიშვილი: ირანთან სანქციები, ქართული ხელისუფლების მორიგი წინდაუხედავი ნაბიჯია

სოსო ცისკარიშვილი: ირანთან სანქციები, ქართული ხელისუფლების მორიგი წინდაუხედავი ნაბიჯია

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ირანთან მიმართებაში სანქციების დაწესების საკითხზე კონსულტაციებს, ქართული ხელისუფლების მორიგ წინდაუხედავ ნაბიჯად აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველო სამეზობლოში რწყილის არიას ასრულებს.

„ჩემის აზრით, ეს იქნება ქართული ხელისუფლების მორიგი წინდაუხედაობა, შეუერთდეს სანქციას, რომელსაც აწარმოებს ცივილიზებული სამყარო, ოღონდ ოკეანის გაღმიდან, ცხრა მთასა და ზღვას იქიდან და სამეზობლოში გაიმეოროს რწყილის არია. ირანი რა თქმა უნდა ვერც შეიმჩნევს რაიმე რეალურ ზარალს,  გარდა იმ ფაქტისა, რომ საქართველო აშშ-ს პარტნიორია. ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს მცდელობაა  და სახეზეა სხვადასხვა  საბანკო ანგარიშების პრობლემები, რომლებიც ექმნებათ, მათ შორის საქართველოშიც ჩამოსულ ირანელ ბიზნესმენებს. ნეიტრალურობა ამ საკითხში არის ყველაზე დამაჯერებელი პოზიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სწორედ ამ გზას უნდა დაადგეს ქართული სახელმწიფო, განურჩევლად იმისა, ვინ იქნება სახელმწიფოს სათავეში“,-აცხადებს პოლიტოლოგი.