დღეს ავღანეთის ჩრდილოეთით ფარიაბის პროვინციაში დანაღმული მოტოციკლეტი აფეთქდა, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა. „როიტერის“ ცნობით, გარდაცვლილებს შორის პროვინციის საბჭოს წევრიცაა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქაბულში „თალიბანთან” მთავარი მომლაპარაკებელი მულვი არსალა რაჰმანი მოკლეს.
რაჰმანი ავღანეთის მშვიდობის უმაღლესი საბჭოს გამორჩეული წარმომადგენელი იყო, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ ორი წლის წინ ჩამოაყალიბა მეამბოხეებთან კავშირის დასამყარებლად.