ფოტოაპარატი Leica-ს პროტოტიპი აუქციონზე 2,16 მილიონ ევროდ გაიყიდა და ის, ყველაზე ძვირადღირებული ფოტოაპარატი გახდა.
1923 წელს კომპანია Leica-მ გამოუშვა 25 ასეთი პროტოტიპი, რომელიც 35 მილიმეტიან ფირზე მუშაობდა. დღესდღეობით ამ 25 ფოტოაპარატიდან დარჩენილია, მხოლოდ 12.
აპარატის სასტარტო ღირებულება იყოი 300 ათასი ევრო, ექსპერტები ვარაუდობნენ, რომ მისი ამ ღირებულების გაორმაგება აუქციონზე საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. თუმცა ანონიმმა მყიდველმა ის ვენის აუქციონზე ბევრად უფრო ძვირად შეიძინა.
ამგვარად, 89 წლის Leica მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფოტოაპარატი გახდა.
წინა რეკორდი ასევე 1923 წელს დამზადებულ აპარატს ეკუთვნოდა, რომელიც 1.32 მლნ ევროდა იყიდეს.