„არსებობს მოსაზრება, რომ პარიზში „მშვიდობის კედელზე“ (რომელიც 2000 წელს გაიხსნა) იმ მრავალ ენათა გვერდით სიტყვა „მშვიდობის“ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე არდაწერა, სერიოზულ, უცხო ძალების ინტერესებში შედიოდა. გვაინტერესებს ფრანგული მხარისაგან, გამოიკვლიონ ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე კორუფციულ გარიგებას?! ვეკითხები მაშინდელ ჩვენს ელჩს საფრანგეთში ბ-ნ გოჩა ჩოგოვაძეს, რატომ დროულად არ გააკეთა რეაგირება და მაშინდელი
საქართველოს პრეზიდენტი, ბ-ნი შევარდნაძე საქმის კურსში არ ჩააყენა ?!
მივმართავ კითხვით ჩვენს მეგობრებს, ფრანგებს,მართალია თუ არა ჩემი რეაგირება და რას გააკეთებდნენ ისინი ჩემს ადგილზე,როდესაც ევროპის,პარიზის ცენტრში, მშვიდობის მონუმენტზე,საკუთარი თვალით, სხვა ენების გვერდით სიტყვა „მშვიდობას“ მშობლიურ ენაზე ვერ წაიკითხავდა, და არის თუ არა ეს ჩემი ქვეყნის იგნორირება,რომლის დამწერლობა მსოფლიოს უძველეს 14 დამწერლობათა რიცხვში შედის. მე ახლაც ვთვლი თავს დამცირებულად! ეს საკითხი უარყოფით ემოციებს ბადებს ქართველებს, აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის და სრულებითაც ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილიზაციასა და
მშვიდობის საბოლოოდ დამკვიდრებას!
ეს თემა 2011 წელს გააშუქეს ქართულმა გაზეთებმა „პოსტ სკრიპტუმმა“, „ასავალ დასავალმა“ და „კვირის პალიტრამ“, ასევე 2012 წელს აზერბაიჯანის ტელევიზიამ ANS ( 23 მარტს) და აზერბაიჯანის გაზეთმა „ზერკალო“- სარკე (13 აპრილს) .
იმედია საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ბ-ნი ფრანსუა ოლანდი პარიზის მშვიდობის კედელს თავის ადგილს შეუნარჩუნებს და მასზე ქართველთა და აზერბაიჯანელთა ინტერესებს დაიცავს!
P.S. ფრანგებს კარგი გამოთქმა აქვთ: ყველაფერს თავისი დრო აქვს ! იქნებ მართლაც დადგა დრო, რომ მშვიდობის კედელის გვერდით არსებულ 32 სამშვიდობო სვეტის გვერდით აღიმართოს 33-ე სვეტი სახელწოდებით „კავკასია“, რომელზეც სიტყვა „მშვიდობა“ ყველა კავკასიურ ენებზე დაეწერება!
წერილი გაეგზავნა საფრანგეთის ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლობას სამხრეთ კავკასიაში !
ბესიკი ადამია „მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბ LLL -ის პრეზიდენტი“