ძლიერი წვიმების, წყალდიდობის და კოლექტორის დაზიანების გამო თბილისის რამდენიმე უბანი დაიტბორა. ადიდებული მტკვარი კალაპოტიდა გადმოვიდა და ორთაჭალაში საცხოვრებელი სახლები, ასევე რამდენიმე დაწესებულება დატბორა. სამაშველო სამსახურის წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 4 ადამიანი. მათგან ორი ბავშვია, ორიც ქალბატონი.
წყალდიდობის შედეგად დაზიანდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კუთვნილი შენობა ორთაჭალაში.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მობილიზებულია სამაშველო სამსახური. ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. თბილისის ქუჩებში დაზარალებულთა დახმარების მიზნით შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ჯავშანტექნიკაც გამოჩნდა.