საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბათუმში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენციის გახსნისას, ეუთო-ს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებისკენ მოუწოდა.
ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლება არა მხოლოდ რეფორმების გატარებას ცდილობს არამედ, დემოკრატიის გაძლიერებას, ამიტომ მისი თქმით, არჩევნები ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„მოგიწოდებთ ჩამოხვიდეთ, დაესწროთ და მონაწილეობა მიიღოთ ქართულ წარმატებაში, ქართულ არჩევნებში, რაც ქართული დემოკრატიის ნაწილია. ჩვენ არა მხოლოდ რეფორმების გატარებას ვცდილობთ, არამედ დემოკრატიის გაძლიერებას, ამიტომ არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მიმართულებით“, - განაცხადა ბაქრაძემ.