„ქართული საინფორმაციო ლობი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთში“, - ამ თემაზე მიხეილ ზასეევის სტატიას ონლაინგამოცემა regnum-ი აქვეყნებს. from.ge გთავაზობთ სტატის შემოკლებულ ვარიანტს.
2011 წლიდან დაწყებული, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური ცხოვრება საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო ტრიალებდა.
ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც თვალყურს ადევნებდა რესპუბლიკის საინფორმაციო სივრცეს, ცხადი იყო რა კოლოსალურ ღონეს ხმარობდა ქართული მხარე სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. მიუხედავად იმის, რომ ქართული მხარე პრინციპულად არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მაინც აქტიურად ჩაერთო ალა ჯიოევას გარშემო განვითარებულ კრიზისში. საქართველომ, ევროკავშირმა, ამერიკამ, აზერბაიჯანმა და სხვა ქვეყნებმა დაგმეს არჩევნები სამხრეთ ოსეთში და მას არაკანონიერი და არალეგიტიმური უწოდეს, შემდეგ კი როდესაც სკანდალი აგორდა არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით-„ოპოზიციუირ კრემლის“ კანდიდატის მხარდასაჭერად დაირაზმნენ.
რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში ქართველი ექსპერტები და პოლიტოლოგები რეგულარულად გამოთქვემდნენ მოსაზრებებს სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციის შესახებ, მათი პოზიცია კი ქართული ხელისუფლების პოზიციას ემთხვეოდა. „ეხომოსკვი“ ამერიკული პროპაგანდის რუპორის რადიო „თავისუფლების“ განყოფილებაა.
საინფორნაციო საიტი „კავკაზსკი უზელი“ სისტემატიურად აქვეყნებდა ქართველი პოლიტოლოგების პაატა ზაქარეიშვილისა და მამუკა არეშიძის ნეგატიურ კომენტარებს. საიტი არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ პროექტია, რომელსაც ამერიკული მხარე აფინანსებს.
იმისათვის, რომ „ეხო მოსკვის“ მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს მიხეილ სააკაშვილისგან ინტერვიუ აეღო, 2011 წელს პირადად ჩაფრინდა თბილისში. ამავე დროს რადიოსადგურზე სამკვირიანი პროექტი გადიოდა, სადაც ქართველი პოლიტიკოსები ღიად გამოხატავდნენ ანტირუსულ დამოკიდებულებას. საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ინტერვიუს აძლევს „ეხა-ს“ საკუთარ კორესპონდენტს საქართველში ეკატერინე კოტრიკაძეს, რომელიც პარალელურად ტელეარხ „პიკ“-ს ხელმძღვანელობს, რომელიც მართალია, რუსულენოვანი ტელეარხია კავკასიის რეგიონის მოსახლოებისთვის, მაგრამ სიბინძურეს აფრქვევს რუსეთისა და რუსული საზოგადოების მიმართ. მაგალითად, როდესაც ალა ჯიოევა სავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, მოსკოვის ოსეთის საზოგადოების ხელმძღვანელმა ვ.კაბალოვმა სიამოვნებით მისცა ინტერვიუ „პიკ“-ს. ამ ტელეარხის ეთერში გადის მატვეი განაპოლსკის გადაცემა „მოვლენების პიკზე“, სადაც ის სარკასტული ფორმით აღწერს რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებას. ამავე არხმა ცოტა ხნის წინ ეთერში გაუშვა ქსენია სობჩაკის სკანდალური გადაცემა „გოსდეპ“-ი. არის თუ არა ეს შემთხვევითობა, ისევე როგორც ტელეკომპანიის ეთერში სხვა ანგაჟირებული რუსი ოპოზიციონერების გამოჩენა, საკითხავია.
რუსეთში ბევრი ნიჭიერი და პროფესიოანლი ჟურნალისტია, თუმცა მათი ქმედებების მოტივები ყოველთყვის გარკვეული არაა. „ნოვაია გაზეტას“ შეუდარებელმა ჟურნალისტმა იულია ლატინინამ საქართველოს შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოწვევით ჩაწერა ინტერვიუ „რუს ტერორის“ ტამარა ბენიასთან. გაზეთ „კომერსანტის“ კორესპონდენტმა, კავკასიის ბრწყინვალე სპეციალისტმა ოლგა ალენოვამ 2009 წელს ასევე შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოწვევით გააშუქა რუსი დეზერტირის გლუხოვის შეხვედრა დედასთან. ბევრი რუსული სააგენტო ქართული საიტის „ apsny.ge“-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ეს საიტი კი ბევრჯელ დაადანაშაულე ს არსწორი ინფორმაციის გავრცელებაში.
ქართველი ექსპერტების აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დესტაბილიზაცია დაიწყება თვით რუსეთში, ხოლო კრემლი საკუთარი შიდა პრობლემების გადაწყვეტით იქნება დაკავებული. აი, რატომ ხდება, რომ ქართული პროპაგანდა და მისი საინფორმაციო ლობი რუსეთში აქცენტს აკეთებს რუსეთის საზოგადოებაში დასავლური ფასეულობების, დივერსიული იდეოლოგიის გავრცელებას და ემსახურება კავკასიელ ხალხებს შორის შუღლის დათესვას. ტელეარხ „პიკ“-ის ეთერში გამუდმებით ჩნდებიან ალა დუდაევა, ახმედ ზაკაევი, ანდრეი პიონტკოვსკი, მიხეილ კოსიანოვი და სხვა ოდიოზური ფიგურები.
ბევრ რუს ჟურნალისტს გულწრფელად სჯერა, რომ საქართველოში ყველაფერი კარგადაა, წერენ წიგნებს „რატომ მოახერხა საქართველომ“ და ვერ ხვდებიან, რომ ამით კოზირს აძლევენ სააკაშვილს ხელში. რადგან რუსეთის შესახებ ყველა ნეგატიური სიუჟეტის და რევერანსის გაკეთება საქართველოს მხარეს, რენტვ-სა და „დოჟდის“ მიერ სასწრაფოდ ვრცელდება საქართველში . ამით სააკაშვილი ორ კურდღელს იჭერს: რუსეთში ოპოზიციურ განწყობას აღვივებს და საკუთარი მოსახლოების სიმპატიებს იმსახურებს, როდესაც აცხადებს რომ „მტრულად განწყობილი რუსეთიც კი აღიარებს საქართველოს წარმატებებს“.
თუკი ქართულ პროპაგანდისტულ მანქანას სააკაშვილის მეთაურობით ძალუძს წყლის ამღვრევა ისეთ დიდ ქვეყანაში, სადაც ათეული მილიონი განათლებული ადამიანი ცხოვრობს, რას იზამს ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორიცაა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.