გურამ ჩახვაძე: მე დეპუტატი ვარ და სადაც პარლამენტის სხდომა ჩატარდება იქ უნდა ვიყო

გურამ ჩახვაძე: მე დეპუტატი ვარ და სადაც პარლამენტის სხდომა ჩატარდება იქ უნდა ვიყო


„ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ ქუთაისში 26 მაისს, გამართულ პარლამენტის საზეიმო სხდომას დაესწრება.  

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ჩახვაძის განცხადებით, როგორც პარლამენტის წევრი, ლოგიკური და აუცილებელიცაა სხდომას დაესწროს.

„ქუთაისში პარლამენტის სიმბოლური სხდომა ჩატარდება, მე დეპუტატი ვარ და სადაც პარლამენტის სხდომა ჩატარდება იქ უნდა ვიყო. აუცილებლად მივალ და  დავესწრები.  დღის წესრიგზე ალბათ, ბიუროზე  მერე შევთანხმდებით ჯერ დეტალები  ჩემთვის უცნობია“,-განაცხადა ჩახვაძემ.

რაც შეეხება,  26 მაისს ქუთაისში სხდომის გამართვისადმი დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტს, ჩახვაძის განცხადებით, მათ ალბათ,  რაღაც არგუმენტები აქვთ.

მისივე თქმით, თითოეული დეპუტატი თავის არჩევანში თავისუფალია და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.

შეგახსენებთ,  26 მაისს ქუთაისში გამართულ სხდომაზე დასწრებას  „ქრისტიან-დემოკრატების“ და „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრები არ აპირებენ.