ლევან ვეფხვაძე: ბიზნესკლასით მგზავრობის ფუფუნება  „ქართული ოცნების“ ლიდრებს აქვთ

ლევან ვეფხვაძე: ბიზნესკლასით მგზავრობის ფუფუნება „ქართული ოცნების“ ლიდრებს აქვთ

„ქრისტიან დემოკრატიული“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი,  ლევან ვეფხვაძე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „თვითმფრინავებში ბიზნესკლასში მხოლოდ ჩვენი ოპოზიციონერები სხედან“ „ქდმ“- სადმი წაყენებულ ბრალდებას არ უწოდებს.

ვეფხვაძის განცხადებით,  „ქდმ“ ძირითადად ეკონომ კლასით მგზავრობს. „ბუნებრივია ვიზიტები არის, იქნება და უნდა იყოს.  პირადად,  ჩვენი პარტის ლიდერი და წარმომადგენლები ძირითადად ეკონომ კლასით ვმგზავრობთ“,-განაცხადა ვეფხვაძემ.

ვეფხვაძის თქმით, პრეზიდენტმა ამ განცხადებაში როგორც ჩანს,  „ქართული ოცნების“ ლიდერები იგულისხმა. „როგორც ჩანს საუბარი „ქართულ ოცნებას“ და მათ ლიდერებზეა, რადგან ბიძინამ მათ  მილიონ მილიონი ლარი მისცათ და  ბიზნეს კლასით მგზავრობის ფუფუნება მათ აქვთ“,-განაცხადა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ „თუ გულისხმობ უნდა თქვა, იმიტომ რომ  უამრავი პარტიაა, რომელსაც მსგავსი ფუფუნება არა აქვს“.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  საქართველოს ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოება „მერკური 2012“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თვითმფრინავებში, პირველ კლასში მხოლოდ ოპოზიციონერები სხედან.