არგენტინის პოლიციამ 842 კილოგრამის ოდენობის კოკაინის პარტია ამოიღო. ქვეყნის უშიშროების მინისტრის განცხადებით, ჟანდარმერიის წარმომადგენლები, ქალაქ პერგამინოს მახლობლად, სატვირთო მანქანის მძღოლის მოქმედებებმა დააეჭვა.
მანქანა შემოწმების მიზნით გააჩერეს და სამართალდამცავებმა, ძაღლების დახმარებით ავტომობილი გაჩხრიკეს. ჩხრეკის შედეგად სატვირთოს ორმაგ კედლებსა და სახურავში 842 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს.
არგენტინის უსაფრთხოების მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან სამართალდამცველებმა 2694 კგ კოკაინი ამოიღეს, რაც 13,6%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.