ავღანეთში სამხედრო მისიის დასრულების შემდეგ წევრი ქვეყნები მის უსაფრთხოებაში 4 მლიარდს გადაიხდიან

ავღანეთში სამხედრო მისიის დასრულების შემდეგ წევრი ქვეყნები მის უსაფრთხოებაში 4 მლიარდს გადაიხდიან

ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციის დასრულების შემდეგ ნატოს წევრი ქვეყნები ამ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის 4 მილიარდ აშშ დოლარს გადაიხდიან. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი წინასწარი გათვლებით, მთლიანი ღირებულება ბრძოლისუნარიანი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გრძელვადიანი უზრუნველყოფისათვის საჭიროა 4 მილიარდი დოლარი, რაც ნატოსა და ISAF-ის პარტნიორებმა სამართლიანად უნდა გაინაწილონ“, დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ნატოს სამიტი ჩიკაგოში 20-21 მაისს გაიმართება.