უკრაინას ევროკავშირისგან იზოლაცია ემუქრება, თუ ის ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოსთან დაკავშირებულ პრობლემას არ მოაგვარებს. ეს განცხადება ლიტვის პრეზიდენტმა დალიას გრიბაუსკაიტემ უკრაინის ლიდერ, ვიქტორ იანუკოვიჩან შეხვედრისას გააკეთა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტები პირისპირ, დახურულ კარს მიღმა ორ საათზე მეტხანს საუბრობდნენ.
ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც უკრაინულმა მართლმსაჯულებამ ქვეყნის ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ევროგაერთიანების წევრი ქვეყნები მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
ექსპრემიერ 7 წელი რუსეთთან გაზის მიწოდების საკითხზე გაფორმებული ხელშეკრულების გამო მიუსაჯეს.
ტიმოშენკო ამჟამად ხარკოვის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მკურნალობის კურსს გერმანელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის. ლიტვის პრეზიდენტმა უკრაინის ექსპრემიერი სწორედ ხარკოვის საავადმყოფოში მოინახულა.