ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები ნატოს ჩიკაგოს სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, როგორი იქნება ის 2014 წლის შემდეგ, როდესაც საერთაშორისო კოალიციური ძალები დატოვენებ ავღანეთს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა.
ანდერს ფოგ რასმუსენს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნები გაიღებენ ფინანსებს იმისთვის, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები მომზადდნენ, რათა მათ 2014 წლის შემდეგ, როდესაც კოალიციური სარდლობა დატოვებს ქვეყანას, აქ მშვიდობის უზრუნველყოფა შეძლონ.
ნატოს სამიტი ჩიკაგოში 20-21 მაისს გაიმართება.