„ჩიკაგოს სამიტი გაფართოების სამიტი არ იქნება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს ბოლო წლებში. ჩვენ ამას ვაღიარებთ სამიტის დეკლარაციაში. ჩვენ საქართველოს წვლილს ვაღიარებთ ძალიან მკაფიოდ.“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტთან საუბრისას.
ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, რომელიც 20-21 მაისს გაიმართება, საქართველო 3 მეტად მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
„ჩიკაგოში საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში“, განაცხადა რასმუსენმა, რომლის განმარტებითაც, ერთ-ერთი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენელი, კერძოდ საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაესწრება, იქნება ნატოში გაწევრიანების ასპირანტი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.