ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, რომელიც უკრაინაში იმყოფება, ხარკოვის საავადმყოფოში უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ როგორც უკრაინული, ასევე დასავლური მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის კორტეჟი საავადმყოფოს ეზოში შევიდა, ხოლო მედიის წარმომადგენლები სამკურნალო დაწესებულების შესასვლელთან დატოვეს. საავადმყოფოსთან შეკრებილები იყვნენ ტიმოშენკოს მომხრეებიც.
დალია გრიბაუსკაიტეს 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი უცხოელი ლიდერია, ვინც ტიმოშენკოს მონახულება შეძლო.
უკრაინის ექსპრემიერს 7 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, დღემდე არ აღიარებს.
ახლა ის ხარკოვის საავადმყოფში მკურნალობის კურსს გერმანელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის.