ზვიად ძიძიგური: კონტროლის პალატას ასეთ უმნიშვნელო დარღევებზე „ნერვიულობის“ საშუალებას არ მივცემთ

ზვიად ძიძიგური: კონტროლის პალატას ასეთ უმნიშვნელო დარღევებზე „ნერვიულობის“ საშუალებას არ მივცემთ

ფრაქციამ „ერთობა სამართლიანობისთვის“ დღეს „თავისუფალ სტუდენტთა კავშირთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. როგორც ფრაქციის ერთ ერთ ლიდერი, დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს,  სტუდენტებისადმი  ხელისუფლების დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც ტოტალიტარული კომუნიზმის პირობებში და პერიოდში იყო. მაშინ, როცა პოლიტიკური პროცესების მასტიმულირებელი ძალა სწორედ სტუდენტები უნდა იყოს.

„ნებისმიერ სახელმწიფოში მთავრობები განსაკუთრებულ ანგარიშს უწევენ სტუდენტურ მოძრაობებს. მაგრამ ჩვენთან  სტუდენტური კავშირები შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტები ხელისუფლებამ გააკონტროლოს. ფაქტიურად ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდკავშირები ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის შტაბბინას წარმოადგენს. სტუდენტებმა განცხადება დღეს, სწორედ ამასთან დაკავშირებით გააკეთეს“ ,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძის შეფასებით,  „თავისუფალ სტუდენტთა“  კავშირი დამოუკიდებელი, ყოველგვარი კონექტიურისგან თავისუფალი სტუდენტური ძალაა. ამიტომ ფრაქცია მათ თავიანთი სამოქალაქო პოლიტიკური აქტივობის გასაძლირებლად ყოველგვარ ხელშეწყობას აპირებს, თუ კი მათი მხრიდან მსგავსი სურვილი იქნება გამოთქმული.

„ჩვენი მხრიდან გარანტირებული იქნება მათი ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ სამოქალაქო ცხოვრებაში, სოციალურ ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტაში, იგივე საკონსტიტუციო ცვლილებებთან თუ სხვადასხვა თემებთან მიმართებაში. გარდა ამისა,  მონაწილეობის მიღებას ვაპირებთ მათ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქციებში. მათ შევთავაზებთ საპარლამენტო ტრიბუნას და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მათი ხმა ყველა საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების მიერ იქნეს გაგებული“ ,- განაცხადა ფრაქციის ლიდერმა.

თავისუფალ სტუდენტთა კავშირში ამ ეტაპზე 120-მდე წევრია გაერთიანებული. მათ შორის სტუდენტები „ტექნიკური უნივერისტეტიდან“ „ჯიპადან“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ილიაუნიდან.