ზვიად ძიძიგური: კონტროლის პალატას ასეთ უმნიშვნელო დარღევებზე „ნერვიულობის“ საშუალებას არ მივცემთ

ზვიად ძიძიგური: კონტროლის პალატას ასეთ უმნიშვნელო დარღევებზე „ნერვიულობის“ საშუალებას არ მივცემთ

 

''კონსერვატიული პარტიის" ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით,  კონტროლის პალატის მიერ  პოლიტიკური პარტიების მიერ ფინანსურ დეკლარაციებში აღმოჩენილი ხარვეზები ტექნიკური ხასიათისაა, რომელსაც დღესვე აღმოფხვრიან.

„დარღვევა ეხება აქტივისტის მიერ შემოწირულ თანხას, რომელიც ჭადრაკის სასახლის დასაქირავებლად გვჭირდებოდა. ყველამ არ იცის, რომ თანხა ჯერ თავის ანგარიშზე უნდა შეიტანოს და მერე უნდა გადარიცხოს სხვაგან. ზოგადად იმდენად არის გართულებული ეს პროცედურები და იმდენად იდიოტიზმამდე არის ეს მიყვანილი, რომ შეცდომები არის ბუნებრივი ამბავი“ - განაცხადა ძიძიგურმა.

ძიძიგურის თქმით, მის ჩასასწორებლად სამი დღე აქვთ, თუმცა მის აღმოფხვრას დღესვე აპირებენ, ამიტომ კონტროლის პალატას ურჩევს ასეთ უმნიშვნელო პრობლემებზე არ ინერვიულოს.

„ჩვენ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით კონტროლის პალატის ნერვებს და ხარვეზს დღესვე ჩავასწორებთ. კონტროლის პალატას ნერვიულების საშუალებას არ მივცემთ“ -დასძინა ძიძიგურმა.

ცნობისთვის კონტროლის პალატამ მათთვის წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებში რიგ პოლიტიკურ პარტიებს ხარვეზები აღმოაჩინა. მათ შორის „ახალი მემარჯვენეების“ , „განახლებული საქართველოსთვის“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კონსერვატიული მოძრაობის“, „ქართული დასის“, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დეკლარაციებში.