ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა ქუთაისსა და ბათუმში პროექტის “ახალგაზრდული ინიციატივები” პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს, სტუდენტების უნარების გაძლიერებას ადვოკატირების საკითხებში და მათი მონაწილეობის ხელშეწყობას დემოკრატიის განვითარების საქმეში.
პროექტის ფარგლებში ფონდი უზრუნველყოფს, ტრენინგების გზით, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობის შესახებ და სტუდენტების მიერ დაგეგმილი აქტივობების მხარდაჭერას.
პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” დაფინანსებით.
პროექტი “ახალგაზრდული ინიციატივები” საქართველოს ოთხ ქალაქში (თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) განხორციელდება.