ბათუმით მოხიბლული, უცხოელები, თავიანთ ქვეყნებში მას კიდევ ერთხელ „აქებენ და ადიდებენ.“ ამჯერად ბათუმის რეკლამას პოლონელი პოპ-ვარსკვლავი ნატალია ლესი აკეთებს და თავის ახალ სიმღერას, სახელწოდებით „ბათუმი“ მის აღმშენებლობას უძღვნის.
ნატალიამ 60-იან წლებში პოპულარული პოლონური ბენდის Filipinki-ს ჰიტად ქცეული სიმღერა განაახლა. სიმღერის, ვიდეოკლიპი ბათუმის ქუჩებშია გადაღებული და ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ჩვენი მშვენიერი ბათუმისა და ასევე მშვენიერ „ნიცას“ მსგავსებას.
როგორც ამბობენ, ნატალიას კლიპის გადაღებაში საქართველოს პრეზიდენტი დაეხმარა, სააკაშვილმა პირადად დაგეგმა კლიპის გადაღების საკითხები. ისინი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ. როგორც პოლონურ პრესაში წერენ, ამერიკაში ნატალია და პრეზიდენტი სააკაშვილი ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ოღონდ, სხვადასხვა დროს.