მამუკა კაციტაძე: კარდაკარის პროცესში ამოქმედებულ ცხელ ხაზზე შემოსულ ზარს ყოველ მეორე დღეს მე ვუპასუხებ!

მამუკა კაციტაძე: კარდაკარის პროცესში ამოქმედებულ ცხელ ხაზზე შემოსულ ზარს ყოველ მეორე დღეს მე ვუპასუხებ!

 

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ  კარდაკარის მუშაობის პირველადი შედეგები შეაჯამა.

კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძის განცხადებით, ამ დროისთვის კარდაკარის ფარგლებში თბილისის მასშტაბით 100 ათასზე მეტი მოქალაქის მონაცემებია შემოსული.

„300-ზე მეტი გარდაცვლილი, 4 ათასზე მეტი განცხადება საზღვარგარეთ მყოფების შესახებ და 3 ათასზე მეტი მიწერილი ადამიანი. ასეთია პირველადი შედეგები“, - განაცხადა კაციტაძემ.

რაც შეეხება რეგიონებს, კაციტაძის განცხადებით, დასავლეთ საქართველოდან პირველად მონაცემებს ელოდებიან, სავარაუდოდ 200 ათასზე მეტი მოქალაქის შესახებ. მომავალი კვირისთვის კი, მისი პროგნოზით, ნახევარ მილიონზე მეტი მონაცემი ექნება კომისიას.

კაციტაძე ასევე აცხადებს, რომ  კარდაკარის მუშაობის პროცესში  გარკვეული პრობლემებიც, თუმცა მისივე თქმით, ამ პრობლემებს კარდაკარის პროექტისთვის ხელი არ შეუშლია.

კაციტაძის განმარტებით, მოსახლეობის ნაწილმა რეგისტრატორების სახლში შეშვებაზე  უარი განაცხადა, ასევე ზოგიერთმა  რეგისტრატორმა მიატოვა სამუშაო, რადგან გადაწყვიტეს, რომ ვეღარ მოახერხებდნენ ამ პრინციპით მუშაობას.

კაციტაძის განცხადებით, კარდაკარისა და კომისიის მუშაობის შესახებ ყოველ პარასკევს საგანგებო ბრიფინგები ჩატარდება. გარდა ამისა, ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომელზეც შემოსულ ზარებს ყოველ მეორე დღეს თავად მამუკა კაციტაძე უპასუხებს.