ბრეივიკს სასამართლოზე გარდაცვლლი გოგონას მამამ ჩექმა ესროლა

ბრეივიკს სასამართლოზე გარდაცვლლი გოგონას მამამ ჩექმა ესროლა

 

დღეს, ნორვეგიელი ტერორისტის ანდერს ბრეივიკის საქმის განხილვა შედგა. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დარბაზში მყოფმა გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონას მამამ ბრალდებულს ჩექმა ესროლა.

გამწარებულმა მამაკაცმა ტერორისტს დაუყვირა: „წადი ეშმაკთან, წაეთრიე ჯოჯოხეთში!“ რის შემდეგაც ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

ბრეიკს ნასროლი ჩექმა არ მოხვედრია. მის მიერ მოკლული ბავშვის მშობელი კი, სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს. ინციდენტს დამსწრეთა აპლოდისმენტები მოჰყვა, თავად ბრეივიკს ნერვიც კი, არ ასტოკებია, ის მშვიდად იდგა და იღიმებოდა.

შეგახსენებთ, ოსლოს სასამართლოში მიმდინარე სხდომას უტოიაზე მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის მამა, ავთანდილ ლიპარტელიანი და ბრეივიკის ტყვიას გადარჩენილი კიდევ ერთი ქართველი გოგონა, ნათია ჩხეტიანი ესწრება.

გარდაცვლილის ოჯახი ბრეივიკისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვს.

ანდერს ბრეივიკს ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე გასული წლის 22ივლისს 77 ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად.