ფსოუსთან  ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ანქვაბს შეხვედრა დასრულდა

ფსოუსთან ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ანქვაბს შეხვედრა დასრულდა

ფსოუს ნაპირებთან გამართული შეხვედრა ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ანქვაბს შორის დასრულდა. როგორც აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან ბჟანია იუწყება, პრეზიდენტებმა დაათვალიერეს სახელმწიფო საზღვარზე მდებარე პუნქტი, განიხილეს საბაჟოზე ტვირთვის და მოქალქეთა გადააადგილების საორგანიზაციო საკითხები.

რუსულმა და აფხაზურმა მხარეებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს „პირდაპირი სარკინიგზო კავშირის შესახებ აფხაზეთისა და რუსეთის მთავრობებს შორის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

პროტოკოლს ხელი აფხაზეთის მხრიდან დეფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა დავით ირადიანმა, რუსეთის მხრიდან კი ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა მოაწერეს.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პუტინმა და ანქვაბმა რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში გადაინაცვლეს.