კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის განცხადებით, 11-12 მაისის პუტინი-ანქვაბი-თიბილოვის შეხვედრების შემდეგ, საქართველოსთან მიმართებაში მდგომარეობა არც გაუარესდება, მაგრამ არც გაუმჯობესდება.
„იმ მიმართულებით, რომ ჩვენთან რაღაც დაახლოებაზე დაიწყოს საუბარი ან საქართველოს მიმართ რაღაც შეიცვალოს, ასეთ ცვლილებას არ მოველი. ზოგადად, საქართველოსთან დაახლოების შემოთავაზება გაახმოვანა პუტინმა, მაგრამ ეს შემოთავაზება პრაქტიკულად, ცარიელი სიტყვებია.
რა კონფრონტაციის დონეზეც გახლდათ გაჩერებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე აფხაზეთთან დამოკიდებულების შეცვლაც ნაკლებადსავარაუდო მეჩვენება. ვფიქრობ, ძალიან ცუდი ნიშანი იყო ის, რაც ალექსანდრე ანქვაბმა გაახმოვანმა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მიმართ, ანჯეი ტიშკევიჩს ვგულისხმობ. ეს ნიშანვდა იმას, რომ აფხაზები ისევ არ ცდილობენ რაიმეს შეცვლას, თუნდაც თავისი პოზიცია რომ თანამშრომლობითი გახადონ და ა.შ ეს ყველაფერი ტაქტიკური სვლებია, არ მგონია მდგომარეობა გაუარესდეს, თუმცა გაუმჯობესების ნიშნებიც ჯერჯერობით არ ჩანს“,-აცხადებს გოგი ხუციშვილი.