ირაკლი ლექვინაძე: „ამაზონზე“ პროდუქციის გაყიდვა მომგებიანია მეწარმისთვის, მაგრამ არა სახელმწიფოსთვის

ირაკლი ლექვინაძე: „ამაზონზე“ პროდუქციის გაყიდვა მომგებიანია მეწარმისთვის, მაგრამ არა სახელმწიფოსთვის

ეკონომის ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის აზრით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყვარელში დაწუნებული იდეის-  „ამაზონზე“ ქართული ჩურჩხელისა და ჩიჩილაკის გაყიდვის შესახებ, ერთი პირის ემოციური შეფასებების შედეგია,

„მთლიანობაში იდეა ცუდი არ არის, რომ საიტზე გასაყიდად დაიდოს ქართული პროდუქცია. „ამაზონზე“ ჩურჩხელის გაყიდვა არ შეიძლება შეფასდეს გრანდიოზულ პროექტად ან ეკონომიკის სამინისტროს სერიოზული მიღწევად, ეს გადაჭარბებული განცხადებაა. ეს კერძო მწარმოებლის ან კერძო ბიზნესის ფუნქციაა, რომ მონახოს თავისი პროდუქციის გაყიდვის ალტერნატიული გზები და არხები.თუ სახელმწიფოც შეუწყობს ამაში ხელს, ცუდი ნამდვილად არ იქნება. თუმცა ვიმეორებ, „ამაზონზე“ პროდუქციის გაყიდვა მომგებიანია მეწარმისთვის, მაგრამ არა სახელმწიფოსთვის“,-აცხადებს ლექვინაძე.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტმაღაზია amazon.com1994 წელს დაარსა ჯეფ ბეზოსმა. თავდაპირველად საიტზე მხოლოდ წიგნები იყიდებოდა, ამჟამად კი მსოფლიოში უმსხვილეს და ყველაზე მოხმარებად საიტზე ყველაფრის ყიდვა შეიძლება-შოკოლადის ფილებიდან დაწყებული ხუთვარსკვალვიანი მოცურავე სასტუმროებით დამთავრებული.