ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში, ინგლისურად თარგმნილი ქართველი მწერლების ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში 20 ქართველი მწერლის ნაწარმოებია შესული. ის ელიზაბეტ ჰეივეიმ თარგმნა. პრეზენტაციას იგი თავადაც დაესწრო.
საღამოს დაესწრო საქართველოს კულტურის მინისტრი, კონგრესის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები და ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
წიგნი ევროპის დედაქალაქებსა და შეერთებული შტატების წიგნის მაღაზიებში გაიყიდება.