რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დღეს, „ედინაია როსიას“ ინიციატივით ახალი კანონის შემოღებას განიხილავენ. ინიციატივა რუსეთში დემონსტრაციების ჩატარების შესახებ კანონის გამკაცრებას გულისხმობს..
ამ ახალი კანონის მიღების შემთხვევაში, გამკაცრდება სანქციები, რომლებიც ნორმების დამრღვევების დასჯას ითვალისწინებს.
იმ შემთხვევაში, თუკი კანონპროექტს დაამტკიცებენ, აქციებზე არეულობის ორგანიზებისთვის ჯარიმა მილიონნახევარი რუბლი იქნება.