ქონება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ფლობს მაისის ბოლომდე სრულად გაიყიდება

ქონება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ფლობს მაისის ბოლომდე სრულად გაიყიდება

ქონება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ფლობს მაისის ბოლომდე სრულად გაიყიდება და მილიარდერს ამის შემდეგ რუსეთთან ბიზნესის სფეროში საერთო არაფერი ექნება. ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ლიბერალური ინტერნაციონალის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სულ მალე გაიგებთ ჩემს ქონებაზე რუსეთში, რომ მაისის ბოლომდე ყველაფერი გაიყიდება. მერე იქნება საინტერესო რაზე ისაუბრებენ „რუსთავი 2“, „იმედი“ და „პირველი არხი“... მერე რაღას მოაბამენ კუდს, როდესაც აღარ მექნება რუსეთთან აღარანაირი კავშირი. აი, ამ კითხვებისთვის მოემზადეთ თქვენ წინასწარ, კარგი იქნება რომ რეპეტიცია გაიაროთ“, - მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.