ნატოს ჩიკაგოს სამიტის წინ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. საკითხები განხილვის ერთ-ერთი თემა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იყო.
ფილიპ გორდონს ნატოს გაფართეობასა და ასპირანტ ქვეყნებთან ურთიერთობაზე, მათ შორის საქართველოზე შეკითხვები სენატორებმა დაუსვეს.
გორდონის განცხადებით „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მრავალმხრივ დახმარებას განაგრძობს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიცია უცვლელია“.
გორდონმა ცეცხლის შეწყვეტის იმ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა, რომელსაც რუსეთი დღემდე არ ასრულებს.