რუსი დეპუტატები მილიციის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მიერ ორსული ქალის ცემის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. ვიდეომასალა ინტერნეტში 6 მაისს, მოსკოვში აქციების დარბევის შემდეგ გავრცელდა. კადრებზე ასახულია, როგორ მიათრევენ ომონის მებრძოლები ორსულ ქალს, ერთ-ერთი მათგანი კი მას მუცელში ურტყამს.