დღეს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის და ყოფილი მფლობელის ანზორ ქოქოლაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
პროცესზე პროკურორმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას. საქმეს განიხილავს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი.
ანზორ ქოქოლაძე 2010 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მას თაღლითობა და დოკუმენტაციის გაყალბების წაქეზება ედება ბრალად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის აპრილის განაჩენით ქოქოლაძე დამნაშავედ ცნეს და 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით კი ახალი ბრალი წაუყენეს, რომელიც თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ე.წ. ფულის გათეთრებას გულისხმობს. საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს.