იულია ტიმოშენკოს ლიტვის პრეზიდენტი მოინახულებს

იულია ტიმოშენკოს ლიტვის პრეზიდენტი მოინახულებს

უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშჩენკოს ლიტვის პრეზიდენტი მოინახულებს. ამის შესახებ თავადა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ შეეცდება მოინახულოს უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, რომელიც ამჟამად ხარკოვის საავადმყოფოში იმყოფება.

დალია გრიბაუსკაიტეს თუ ტიმოშენკოს მონახულების ნება დართეს,   2011 წლის ოქტომბრის შემდეგ ის იქნება პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც მას იხილავს.

 ტიმოშენკო უკრაინული სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც ექსპრემიერს 7 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, დღემდე არ აღიარებს.

ახლა ის ხარკოვის საავადმყოფში მკურნალობის კურსს გერმანელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის.