კომპიუტერი ყვლა სოფელს - კომპიუტერული ცენტრი 300-მდე სოფელშიშეი ქმნება

კომპიუტერი ყვლა სოფელს - კომპიუტერული ცენტრი 300-მდე სოფელშიშეი ქმნება

 

კომპიუტერი ყველა სოფელს - საქართველოს პრეზიდენტის ამ ახირების განხორციელებას კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება შეეცდება, რომელიც გუშინ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დაფუძნდა. პროექტის განხორციელებას კოორდინირებას იუსტიციის სამინისტრო გაუწევს.

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს სოფლებში კომპიუტერული ცენტრები შეიქმნება. პირველ ეტაპზე პროექტი 300-მდე სოფელში განხორციელედება.  ცენტრებში მოსახლეობას - მილიონამდე ადამიანს ექნება შესაძლებლობა ისწავლოს ინტერნეტით სარგებლობა, მათ შორის, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება და უფრო მეტიც, საკუთარი პროდუქციის Online გაყიდვა.

კომპიუტერული ცენტრების შემნის იდეა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. როგორც ინიციატორები აცხადებენ, პროექტის მიზანია რეგიონის მოსახლეობისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობის მიცემაა, რათა მათ მიღებული ცოდნა ბიზნესსაქმიანობაში პრაქტიკულად გამოიყენონ.

 კომპიუტერული მომსახურების ცენტრებში ადგილობრივი ინსტრუქტორები იმუშავებენ, რომლებიც საგანგებოდ გაივლიან ტრენინგსა და კონსულტაციას.