პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ 27 მაისს აქციის დაკვირვებისთვის თბილისის მერიისგან პასუხისმგებელი პირის გამოყოფას ითხოვს, ამის შესახებ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა , იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
ქუცნაშვილის განცხადებით, როგორც „ქართულ ოცნებას“ ეყოლება აქციის ორგანიზატორი, ამ შემთხვევაში კი, ეს ზვიად ძიძიგური იქნება ასევე აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური წარმომადგენლის გამოყოფა.
ქუცნაშვილის განმარტებით, შესაბამისი წერილით კოალიციამ დედაქალაქის მერიას 8 მაისს მიმართა, თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღია.
ადვოკატის თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, მერია, როგორც ადგილობრივი მმართველობის ორგანო, ვალდებულია მოქალაქეების დაიცვის მიზნით აქციაში ერთგავრი ორგანიზატორის როლი შეასრულოს.
„მერიის მხრიდან უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოყოფას მოვითხოვთ, რომ ვიცოდეთ ვინ არიან პასუხმგებელი მათი მხრიდან ამ აქციის ორგანიზებულების გარემოს შემნაზე. მერია ვალდებულია ხელი შეგვიწყოს აქციის ორგანიზებაში და შესაბამისად, ორგანიზებაში ხელის შეწყობა წარმომადგენლის გამოყოფაში გამოიხატება“,-განაცხადა ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილი 27 მაისს დაგეგმილ აქციაზე გარკვეული ძალების მიერ პროვოკაციების განხორციელებას არ გამორიცხავს.
„ყველა შემთხვევისთვის ვითხოვთ მერიიდან უფლებამოსილ წარმომადგენელს“,-განაცხადა ქუცნაშვილმა და დასძინა, რომ მერიის წარმომადგენელი აქციაში მონაწილეობით ბევრ სასარგებლოს გაიგებს და ვალდებულიცაა აქცის ორგანიზიებას ხელის შეუწყოს.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ 27 მაისს თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის დასაწყებად აქცია დაანონსა.