“გერამნულ სახლში“გამართულ ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრაზე სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებმა საპატრიარქოს ინიციატივას, თბილისის ძველ უბანში მდებარე ეკლესიის კონსერვაციის თაობაზე, მხარი არ დაუჭირეს. საპატრიარქოს ინიციატივის წინააღმდეგი სომხური ეკლესიის წარმომადგენელი გამოვიდა.
ნარეკ კუშიანის განცხადებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც ენდობა, მათი განცხადებით კი, ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია და მისი ჩამონგრევის საფრთხე არ არსებობს.
საპატრიარქოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2009 წლის ზამთარში ამ ეკლესიის გუმბათი ჩამოიქცა. განხორციელებული მცირედი საკონსერვაციო სამუშაოები კიი სრულად არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს ძეგლის შემდგომ გადარჩენას. ტერიტორიაზე გაბნეულია სამშენებლო მასალების ნარჩენები და ანტისანიტარული მდგომარეობაა. მძიმე მდგომარეობაშია ეკლესიის კედლები, დარჩენილი ნაწილის სახურავი და იქმნება საშიშროება, დანარჩენი ნაწილი და სახურავზე მდებარე მცირე სამრეკლო ჩამოინგრას.
საპატრიარქოს წარმომადგენელთა განცხადებით, საჭიროა თბილისის მერიამ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ მიიღოს გადაუდებელი ზომები ძეგლის კონსერვაციისთვის.
"გერმანულ სახლში" გაიმარულ შეხვედრაზე გატანილი გახლდათ საქართველოსა და თურქეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების საკითხი, რომელიც ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას, მათ შორის თურქეთის ტერიტორიაზე ოშკისა და იშხანის აღდგენას და საქართველოში მის სანაცვლოდ ახმედიესა და აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას.