რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ორგანიზაცია ,,იმარატ კავკაზის” ხელმძღვანელს დოკუ უმაროვს საქართველოს სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირი აქვს. ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, უმაროვი კოორდინაციას უწევდა თავის საქმიანობას იმ საშუალებების მიღებაში, რომელთა დახმარებითაც ტერაქტის მოწყობას სოჭთან ახლოს გეგმავდა, ასევე ქმნიდა იარაღის საცავებს.
რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, მათ აფხაზეთის ე.წ. ძალოვან სტრუქტურებთან ერთად, სოჭის ოლიმპიადაზე ტერაქტების განხორციელების გეგმა ჩაშალეს. აფხაზეთში აღმოჩენილია იარაღის არსენალი, რომელთა შორის არის: რაკეტსაწინააღმდეგო საზენიტო კომპლექსი „იგლა", „სტრელა", ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები, ნაღმმტყორცნები, ტროტილი.
რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტში ირწმუნებიან, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იარაღის შეტანას და აფეთქებების მზადებას კოორდინაციას ჩრდილოეთ კავკასიის ემირი დოკუ უმაროვი უწევდა.
აფხაზეთში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია სამი პირი. ერთ-ერთი მათგანია გუდაუთის ტერიტორიაზე დაკავებული რუსტან გიცბა, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაციის Абхазские джамаати-ის ხელმძღვანელობაში ედება ბრალი
რუსულმა სპეცსამსახურებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე 10 საცავი აღმოაჩინეს, სადაც იარაღი, ასაფეთქებელი, სამხედრო და ტერაქტის განხირციელებისთვის საჭირო სხვა საშუალებები იყო მოთავსებული.