ლიბერალური ინტერნაციონალის წევრები „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტით გაოგნებულნი არიან. ამის შესახებ, მათ „ქართული ოცნების“ ლიდერ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
ლიბერალური ინტერნაციონალის ბიუროს წევრის დიდ ბრიტანეთში რობერტ ვუდზორფ ბრაუნის განცხადებით, მსგავსი პრეცენდენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში უნახავთ.
„ეს არის გამაოგნებელი. არ მსმენია ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყანაში რაიმე მსგავსი მომხდარიყოს. ეს ძალიან უცნაურია, არ შეგვიძლია ამაზე დამატებით სხვა რაიმეს თქმა“, - განაცხადა ბრაუნმა.
ბრაუნისთვის ასევე გამაოგნებელი აღმოჩნდა კოალიციის მიმართ კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული ქმედებები.
რობერტ ვუდზორფ ბრაუნმა ყურადღება პრესის თავისუფლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის მასმედიის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია.
მან იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიოსების ყველა გზავნილი მოსახლეობამდე სწორად მივა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიბერალური ინტერნაციონალის 17 კაციანი დელეგაციის წევრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა.