თინა ხიდაშელი: ჟურნალისტებმა ერთხელ მაინც უნდა გაბედონ და ხმა ამოიღონ საკუთარი უფლებების დასაცავად

თინა ხიდაშელი: ჟურნალისტებმა ერთხელ მაინც უნდა გაბედონ და ხმა ამოიღონ საკუთარი უფლებების დასაცავად


„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერისა და  კოალიცია "ქართული ოცნების წარმომადგენლის", თინა ხიდაშელის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დღეს საქართველოში არსებული მედიის მდგომარეობის შესახებ, ლიბერალური ინტერნაციონალის ბიუროს წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდება რთული არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ  დღეს ამაზე ყველა   საუბრობს.

„ლიბერალური ინტერნაციონალის ბიუროს წევრებისთვის ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ახალი არ იყო, რადგან დღეს ყველა ამაზე საუბრობს. შედეგი  მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს მიღწეული, როდესაც ქართველი ჟურნალისტები საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას დაიწყებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გასაკეთებელ საქმეს ვერავინ გააკეთებს. გარკვეულმა  ჟურნალისტებმა ერთხელ მაინც ცხოვრებაში უნდა გაბედონ, ხმა ამოიღონ და არ იყვნენ ამ რეჟიმის მსახურები.რაც შეეხება დღეს არსებული მედიის პირობებში, საქართველოს რეგიონების მოსახლოებისთვის სრული და რეალური ინფორმაციის მიწოდებას, ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს პრობლემა, არსებობს უამრავი საშუალება იმის, რომ  საინფორმაციო ვაკუუმი გავარღვიოთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ ამას შევძლებთ“,-აღნიშნავს თინა ხიდაშელი.